კითხვები

რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ გექნებათ ჩვეულებრივი საფოსტო მისამართი თურᲥეთში ნივთის შეძენისას ონლაინ მაღაზიებში, მიუთითებთ სწორედ ამ მისამართებს.

თურქეთიდან ამანათები იგზავნება კვირაში 2-ჯერ. ოთხშაბათს და შაბათს.ამანათების გამოგზავნა ხდება საწყობში მისვლიდან 2-3 დღის განმავლობაში.

ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია ამანათის რეალურ წონაზე.

"მიმღები პირი უნდა დარეგისტრირდეს ჩვენს ვებ-გვერდზე რის შემდეგაც ავტომატურად მიიღებს ჩვენი საწყობის მისამართს და თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ საფოსტო განყოფილებაში მიიტანოთ ამანათი და გაგზავნოთ ჩვენს მისამართზე.დამატებით კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს.

ჩვენი ფასი მოიცავს მხოლოდ ტრანსპორტირების ღირებულებას. თუ ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას, იგი ჩვეულებრივ უნდა განბაჟდეს გამარტივებული საბაჟო პროცედურების გავლით.

ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშწორების გზით შემდეგი საშუალებებით: მომენტალური გადახდის სისტემებით TBC PAY, TBC ONLINE BANKING და EXPRESS PAY.ასევე შეგიძლიათ გადაიხადოთ მობილური აპლიკაციით და პლასტიკური ბარათით ბალანსის შევსება kargofly,ge-ის საიტიდან.

"წინასწარი დეკლარირება სავალდებულოა. დეკლარირების სრულყოფილად და სწორად შევსებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი.ეს პროცედურა სავალდებულოა, რომ დროულად მოხდეს თქვენი ამანათის მიღება საქართველოში. იმ შემთხვევაში თუ ამანათზე დეკლარაცია არ იქნება შევსებული , ამანათი გაჩერდება საბაჟოზე ორი კვირით.გთხოვთ გაითვალისწინოთ, საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით შეცდომით დადეკლარირებულ ამანათზე საბაჟო დაგაკისრებთ ჯარიმას, პირველ შემთხვევაზე ღირებულების 40%-ს, ხოლო მომდევნოზე 100%-ს.

"თუ მაღაზიის მიერ მოწოდებული თრექინგ კოდი შეამოწმეთ და ამანათი არ მოდის ან კვლავ გზაშია, უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდით თვითონ გამომგზავნს და გადაამოწმეთ თრექინგ კოდი. სცადეთ, მიიღოთ დამატებითი დეტალები – მაგ: გამოგზავნის ზუსტი თარიღი და ა.შ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნისას ყველა ამანათს აქვს თრექინგ კოდი, რასაც მაღაზია მიანიჭებს ამანათს. იმ შემთხვევაში თუ ამანათი ჩვენს საწყობამდე არ მოვიდა, სამწუხაროდ ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ, შესაბამისად მასზე ჩვენი დაზღვევის სერვისი არ ვრცელდება. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში უნდა დაუკავშირდეთ მაღაზიას რომ მოახდინონ ზარალის ანაზღაურება, ან ხელახლა გამოგზავნოს ამანათი.

"საქართველოს კანონმდებლობით განბაჟებას ექვემდებარება 300 ლარის ან მეტი ღირებულების, 30კგ ან მეტი წონის ან ერთგვაროვანი საქონელი.ძვირფასო მომხმარებლებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ: თუ თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები ნაყიდია ერთი საიტიდან და მოხვდა ერთ რეისზე, ხოლო მათი ჯამური ღირებულება აღემატება 300 ლარს, ამ შემთხვევაში ექვემდებარება განბაჟებას.

"განბაჟების პროცედურაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს, თუმცა, კომპანია მას დახმარებას გაუწევს დოკუმენტაციის მომზადებაში. საბაჟო გადასახადის გადახდა კი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ ბანკში შეგიძლიათ. შეგახსენებთ, რომ საბაჟო გადასახადი პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს შეადგენს. ამანათის განსაბაჟებლად საჭიროა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ნივთის ინვოისი. თუ თქვენ არ ხართ საქართველოს მოქალაქე ამ შემთხვევაში უნდა წარადგინოთ დროებითი რეგისტრაციის ნომერი. გთხოვთ გაითვალისწინოთ: გასაბაჟებელი ამანათის განბაჟება-გატანა შეუძლია მხოლოდ მესაკუთრეს.

FAQ